შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რეტრო - ქალაქური

#ეტიუდები

ნინო დარბაისელი

რეტრო ქალაქური
- - - -

ო, როგორი წლები გამომატარე,
ლხინი - ცოტა, ჭირი - ცრემლთა დამდენი.
რაც დრო გადის, იცის ადამიანმა,
რა სჭირდება, რა უნდა და რამდენი.

რა კოშკების ვნახე გაცამტვერება,
არახდენა უვადო, ვადამდელი!
იგივეა, თურმე დღე დღევანდელი,
მზიანობა და თოვლი - შარშანდელი.

ო, რამდენი ვამტვრიე თუ ვარღვიე,
დაგებული მახენი და ბადენი!
ახლა ცოტაც დამაცადე, წერაო,
ვიდრე მოხვალ, მეც იმქვეყნად გამდენი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →