ჩანაწერი
Laravel
ენვილური სონეტი ნანა კობალაძეს
ნანა, ეს - შენ - ჩემგან . ფოტო გავიტაცე, ლექსიანად ჩემთან დავდებ.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ენვილური სონეტი*
(ნანა კობალაძეს)
მანიშნებელი ავდრის
ცაზე - ღრუბელი-გრდემლა,
ამ ღრუბელს ვინ რას ადრის,
თვალები ამიცრემლა.
თითქოს გართხმულა თეთრად,
თან მეწამულიც ჰქვია,
ჭექამ ხმა გაიმკვეთრა,
დაუშენს რიყეს - ქვიანს.
ო, რა საშინლად ავდრობს,
მთვარე ყირაზე დგება.
ამბობენ, გარეთ ამ დროს
ძაღლიც არ გაიგდება.
ქუხს მტკვარი თბილისურად.
გრგვინვა - თან მოჰყვა სურათს!
- - -
*
ენვილური ანუ გრდემლური, დაბალი ღრუბელი თბილისის ცაზე - გარდაუვალი გრგვინვის, ჭექა- ქუხილიან- წვიმიანი ავდრის ნიშანია . (ადრესატის ინფორმაცია)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ენვილური სონეტი*
(ნანა კობალაძეს)
მანიშნებელი ავდრის
ცაზე - ღრუბელი-გრდემლა,
ამ ღრუბელს ვინ რას ადრის,
თვალები ამიცრემლა.
თითქოს გართხმულა თეთრად,
თან მეწამულიც ჰქვია,
ჭექამ ხმა გაიმკვეთრა,
დაუშენს რიყეს - ქვიანს.
ო, რა საშინლად ავდრობს,
მთვარე ყირაზე დგება.
ამბობენ, გარეთ ამ დროს
ძაღლიც არ გაიგდება.
ქუხს მტკვარი თბილისურად.
გრგვინვა - თან მოჰყვა სურათს!
- - -
*
ენვილური ანუ გრდემლური, დაბალი ღრუბელი თბილისის ცაზე - გარდაუვალი გრგვინვის, ჭექა- ქუხილიან- წვიმიანი ავდრის ნიშანია . (ადრესატის ინფორმაცია)
Laravel
კომენტარი
0