შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პიონის სონეტი

#ლექსები

სონეტზე რიტმული ექსპერიმენტები გრძელდება

ნინო დარბაისელი

(ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები - პ. იაშვილი ,,დარიანული დღიურები”)

პიონის სონეტი

პიონისფერი პიონი
ფერით მაგონებს ოჰ, რას!
იმეორებენ სიონი
წყვილთა კენტურად ოხვრას.

მსჭვალავი სუნი - პიონი,
ციმციმი - ოქროს ოხრა,
ყველას ჰყავს თითო შპიონი,
ყოფა რომ გაუოხრა.

ჩამქრალი რამ ლამპიონი,
მუხლების ვნებით მოხრა…
ქცევანი - უპატიონი-
ხსოვნა რომ მიხრა-მოხრა,

ხენი - ტოტმოსარხიონი,
მიმავლის მიხრა-მოხრა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →