ჩანაწერი
Laravel
სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში (სონეტი იმის გამო, რომ აქ ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში
(ეგვიპტური დღიურებიდან, - სონეტი იმის გამო, რომ აქ - ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)
- გიდო, გიდო, კარგო გიდო,
ერთადერთო ჩვენი ხიდო,
მხსნელო ჩვენო, მეხამრიდო,
თუ არ გინდა შარს წაგკიდო,
რომ გავხელდე, როგორც ხარი,
დაიხსომე, სხვებს უთხარი
შენი სიტყვით ნამეხარი
ჩემი გულის გასახარი:
- ისტორია რა რთულია,
ბედი - ღვთისგან მართულია,
ივერია - ჩართულია!
აქ ბევრი რამ - ქართულია!
შევიპირე ასე გიდი,
შემისრულებს? - “ჰაი, გიდი!”
ნინო დარბაისელი
სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში
(ეგვიპტური დღიურებიდან, - სონეტი იმის გამო, რომ აქ - ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)
- გიდო, გიდო, კარგო გიდო,
ერთადერთო ჩვენი ხიდო,
მხსნელო ჩვენო, მეხამრიდო,
თუ არ გინდა შარს წაგკიდო,
რომ გავხელდე, როგორც ხარი,
დაიხსომე, სხვებს უთხარი
შენი სიტყვით ნამეხარი
ჩემი გულის გასახარი:
- ისტორია რა რთულია,
ბედი - ღვთისგან მართულია,
ივერია - ჩართულია!
აქ ბევრი რამ - ქართულია!
შევიპირე ასე გიდი,
შემისრულებს? - “ჰაი, გიდი!”
Laravel
კომენტარი
0