ჩანაწერი
Laravel
სინაის მთაზე ავედი (სონეტი ეგვიპტური დღიურებიდან)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სინაის მთაზე ავედი
(სონეტი - ეგვიპტური დღიურებიდან)
სინაის მთაზეც ავედი,
თავი მეგონა მოსე,
თავს მედგა რამ ვარსკვლავედი
და ნათლით შევიმოსე.
ეკატერინეს მონასტერს -
ქართული კვალი ვძებნე,
ჩამოსვლა სხვებმა მომასწრეს,
და მადევნებდნენ მძებრებს.
ხელნაწერია მრავალი,
ექვსასამდეო, მგონი.
მე - აღმა დაღმა-მავალი -
- შოკში ვარ განაგონით.
აქამდე განაზღაპრებო,
მადლობა, წინაპრებო!
ნინო დარბაისელი
სინაის მთაზე ავედი
(სონეტი - ეგვიპტური დღიურებიდან)
სინაის მთაზეც ავედი,
თავი მეგონა მოსე,
თავს მედგა რამ ვარსკვლავედი
და ნათლით შევიმოსე.
ეკატერინეს მონასტერს -
ქართული კვალი ვძებნე,
ჩამოსვლა სხვებმა მომასწრეს,
და მადევნებდნენ მძებრებს.
ხელნაწერია მრავალი,
ექვსასამდეო, მგონი.
მე - აღმა დაღმა-მავალი -
- შოკში ვარ განაგონით.
აქამდე განაზღაპრებო,
მადლობა, წინაპრებო!
Laravel
კომენტარი
0