ჩანაწერი
Laravel
ხმითნატირალი სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ხმითნატირალი სონეტი
შავშორეთიდანაც მომდგარიყო კართ შენი მგებარი:
-დროა, უნდა გამატანოო ესე მეგობარი!
ვინააო მარადისის ნების გამგებარი,
გინდ, ღვარად იდინოსო ცრემლი ნაგუბარი.
სახელად - სხვათა იყო- სატირლად - შენ მოგებარაო,
განგების ნებააო. განაგებ? - არაო,
ანკი ამსოფლისა სხვა გაიგება, რაო!
გინდოდა, გზა - გეკეცა და წყალი - გებარაო?
პირ-სახე ყორნისფრად კი შემოგიბურიაო,
ცრემლისა ზღვა დამდგარა, განა გუბურაო.
ნაქებარი როგორ დაქცეულა ციხე-კოშკი ნაგებარიო,
გვიანია - სიტყვა შენი - შესაგებარიო!
პოეტი ყოფილაო - სხვით - ურგებარიო,
ნარ-ეკალი - შენ გერგუნოს ქვეშნაგებარიო!
ნინო დარბაისელი
ხმითნატირალი სონეტი
შავშორეთიდანაც მომდგარიყო კართ შენი მგებარი:
-დროა, უნდა გამატანოო ესე მეგობარი!
ვინააო მარადისის ნების გამგებარი,
გინდ, ღვარად იდინოსო ცრემლი ნაგუბარი.
სახელად - სხვათა იყო- სატირლად - შენ მოგებარაო,
განგების ნებააო. განაგებ? - არაო,
ანკი ამსოფლისა სხვა გაიგება, რაო!
გინდოდა, გზა - გეკეცა და წყალი - გებარაო?
პირ-სახე ყორნისფრად კი შემოგიბურიაო,
ცრემლისა ზღვა დამდგარა, განა გუბურაო.
ნაქებარი როგორ დაქცეულა ციხე-კოშკი ნაგებარიო,
გვიანია - სიტყვა შენი - შესაგებარიო!
პოეტი ყოფილაო - სხვით - ურგებარიო,
ნარ-ეკალი - შენ გერგუნოს ქვეშნაგებარიო!
Laravel
კომენტარი
1მოინდომო უმყარესი სალექსო ფორმის - შექსპირული სონეტისა და უთავისუფლესი ქართული ხალხური ხმისნატირლების ფორმისა და მოტივთა კონტამინაცია, თან
რიტმული და რითმული ვარიაციებით.
მეტს აღარ ვიზამ!