ჩანაწერი
Laravel
წამლის სონეტი
კონკრეტულად ვის გულისხმობო და ასეთ კითხვებს - არა ვართ. ზოგადი ამბავია.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
წამლის სონეტი
(თბილისში ბევრი ქალი - წამალზეაო)
ბედი გამოდგა რა მატყუარა,
მოსატყუარი ვინ იუარა!
ჰოდა, ქალს მწარედ გადაუარა,
წინ ერთი ბიჯი წარსდგა თუ არა.
მტერი ჩავარდეს სხვათა ხახაში!
კენტობის შხამში გადანახარში
ზედ ასხეს ჭორი, დასდევდა მარში,
ვის აღარ ეწვა - წარმოსახვაში!
ძველისგან დარჩა რამ ნატამალი?
არც მასთან დადგა ჟამი ფრთამალი,
დღეს ყველამ იცის - ადრე ნამალი -
- თავს ურჩევნია თურმე წამალი.
ეს შეჩვენება - ბედს რად ენება? -
ცეცხლისგან დარჩა ფერფლი, ჩვენება!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
წამლის სონეტი
(თბილისში ბევრი ქალი - წამალზეაო)
ბედი გამოდგა რა მატყუარა,
მოსატყუარი ვინ იუარა!
ჰოდა, ქალს მწარედ გადაუარა,
წინ ერთი ბიჯი წარსდგა თუ არა.
მტერი ჩავარდეს სხვათა ხახაში!
კენტობის შხამში გადანახარში
ზედ ასხეს ჭორი, დასდევდა მარში,
ვის აღარ ეწვა - წარმოსახვაში!
ძველისგან დარჩა რამ ნატამალი?
არც მასთან დადგა ჟამი ფრთამალი,
დღეს ყველამ იცის - ადრე ნამალი -
- თავს ურჩევნია თურმე წამალი.
ეს შეჩვენება - ბედს რად ენება? -
ცეცხლისგან დარჩა ფერფლი, ჩვენება!
Laravel
კომენტარი
0