შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ტრასტევერე

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ტრასტევერე

რომის გული - ტრასტევერე,
ქვაფენილზე როკვა ჩვენი,
წინ - ტიბერი, არა - ვერე,
ჰადსონ რივა ან რევერე.
ხიდის ძველი დანარჩენი,
დანგრეული ეს საზვერე -
- ისტორიის - განაჩენი,
ღამის რომი რომ მაჩვენე -
მახსენდება მარტოს, მერე,
ღვინის ჭიქით შენაჩვენებს,
ის “ბრავები” და “დოლჩენი”. -
გზად - ნაგავი და ნარჩენი.
თავი როგორ ავიღერე!
ტურისტული ვცანი სენი,
წრიდან გასვლა მეც ვიფერე,
ბნელში ლანდებს მოვეფერე,
მეც ლანდობა შევიფერე!
მუსიკა და მებასენი,
ვნება - ჩემი, ვნება - შენი,
სურვილები - დაუტევნი,
ირგვლივ ხალხი?! - მთელი ტევრი,
იხსენე და მერე წერე:
ტრასტევერე.
ტრასტევერე!

_
*რომის ცენტრალური უბანი, სადაც დავბინავდით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →