შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სონეტი შემდგომობისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი შემდგომობისა

(Wild Nights (249) E. Dickinson)

ეს - რა სიგიჟე იყო,
წინ რაც უძღოდა, ისიც,
რა ბუღი დამდგარიყო,
ვისაც გადახდა, იცის!

ვზანტდებით ასე რატომ?
რას დაემონა ტანი?
ამ წამმა - უღალატომ
ცნოს, დაე, მონატანი!

ბრძოლა - იმედი - ნება,
ალყური - მოდგინება,
წყლად როდი მედინება,
უბრალოდ, გვეძინება!

ვინ - აქ - რა ითავნება?
სად გაქრა ორთა ვნება?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →