ჩანაწერი
Laravel
ობლის თურმეობითი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ობლის თურმეობითი
დედა მოვინატრე - დედა მომკვდარიყო,
ძიძა მომიძიეს - ძაძის ძიძა იყო,
ძუძუ მოვინდომე - რძე შიგ დამწყდარიყო,
ძველი მონაწველი - უკვე აჭრილიყო,
მამა მოვიკითხე - სხვათა წასულიყო,
ერთი ჩიტი მყავდა - დადუმებულიყო,
თავი მოვიძიე - თავიც გამქრალიყო,
მითხრეს - გასარიყი უნდა გაირიყო!
წასვლა მოვინდომე - ყველა წასულიყო.
პური მოვიშიე - ყუა გამხმარიყო,
წყალი მოვინდომე - წყაროც დამშრალიყო,
ხელი გავიწვდინე - ხელად დახრილიყო,
ძილი მოვინდომე - ძალი გამქრალიყო.
ზეცა მოვიხილე - ცაც პირშავად იყო!
ცა-მზე მოვინატრე - მზე ცას ჩასულიყო.
ობლის კვერი ვაცხვე - კუტად გამხმარიყო,
რაც რა გაიმეტეს - მეტი მნდომებიყო,
ლუკმა სხვას გავუყავ - სხვამ ვინ რა გამიყო!
ობლის ცრემლი ვღვარე - ცრემლიც დამწდარიყო.
მთაზე ავებღოტე - მთა ჩამოშლილიყო,
ზღაპრის კოშკი ვაგე, კოშკი - ყორედ იყო,
ოქროს ტახტი დავდგი - ოქრო დამდნარიყო,
ვერცხლის თასი მქონდა - ვერცხლი ჩაქნილიყო,
იმ ჩაქნილი ვერცხლის - მსმელი არვინ იყო,
ერთი ვარცლი მერგო - ვარცლიც დაცლილიყო…
ალბათ ზღაპარ იყო,
მართლა ზღაპარ იყო!
თავზეც დამათენდა. ისმის რა? - ყიყლიყოოოოოოოო!
ნინო დარბაისელი
ობლის თურმეობითი
დედა მოვინატრე - დედა მომკვდარიყო,
ძიძა მომიძიეს - ძაძის ძიძა იყო,
ძუძუ მოვინდომე - რძე შიგ დამწყდარიყო,
ძველი მონაწველი - უკვე აჭრილიყო,
მამა მოვიკითხე - სხვათა წასულიყო,
ერთი ჩიტი მყავდა - დადუმებულიყო,
თავი მოვიძიე - თავიც გამქრალიყო,
მითხრეს - გასარიყი უნდა გაირიყო!
წასვლა მოვინდომე - ყველა წასულიყო.
პური მოვიშიე - ყუა გამხმარიყო,
წყალი მოვინდომე - წყაროც დამშრალიყო,
ხელი გავიწვდინე - ხელად დახრილიყო,
ძილი მოვინდომე - ძალი გამქრალიყო.
ზეცა მოვიხილე - ცაც პირშავად იყო!
ცა-მზე მოვინატრე - მზე ცას ჩასულიყო.
ობლის კვერი ვაცხვე - კუტად გამხმარიყო,
რაც რა გაიმეტეს - მეტი მნდომებიყო,
ლუკმა სხვას გავუყავ - სხვამ ვინ რა გამიყო!
ობლის ცრემლი ვღვარე - ცრემლიც დამწდარიყო.
მთაზე ავებღოტე - მთა ჩამოშლილიყო,
ზღაპრის კოშკი ვაგე, კოშკი - ყორედ იყო,
ოქროს ტახტი დავდგი - ოქრო დამდნარიყო,
ვერცხლის თასი მქონდა - ვერცხლი ჩაქნილიყო,
იმ ჩაქნილი ვერცხლის - მსმელი არვინ იყო,
ერთი ვარცლი მერგო - ვარცლიც დაცლილიყო…
ალბათ ზღაპარ იყო,
მართლა ზღაპარ იყო!
თავზეც დამათენდა. ისმის რა? - ყიყლიყოოოოოოოო!
Laravel
კომენტარი
0