ჩანაწერი
Laravel
ცრის სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ცრის სონეტი
დარია - უსახური,
ჰგავს ბედის მინაქარს,
ჩასაკეტ-მისახური
გაუძლებს მინა ქარს?
თვალები დაინამე
მხილველმა მდარებლის?!
გექნება ჩაი რამე,
მურაბა - კომშის, ბლის.
რაღაცამ მომასწრაფა,
მთქმელი ვარ არცა რის?
მიყვარს ეს ფანჯრის რაფა,
თან, როცა ასე ცრის.
ვთქვათ ბედის სიმკაცრის,
არ გადაიღებს, ცრის!
ნინო დარბაისელი
ცრის სონეტი
დარია - უსახური,
ჰგავს ბედის მინაქარს,
ჩასაკეტ-მისახური
გაუძლებს მინა ქარს?
თვალები დაინამე
მხილველმა მდარებლის?!
გექნება ჩაი რამე,
მურაბა - კომშის, ბლის.
რაღაცამ მომასწრაფა,
მთქმელი ვარ არცა რის?
მიყვარს ეს ფანჯრის რაფა,
თან, როცა ასე ცრის.
ვთქვათ ბედის სიმკაცრის,
არ გადაიღებს, ცრის!
Laravel
კომენტარი
0