შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სიბრძნე ჭადრაკისა (სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სიბრძნე ჭადრაკისა
(სონეტი)

სვლა - ბევრი არის კარგი.
ზოგი - გაგიხსნის სივრცეს,
თუმც მოაქვს დანაკარგი;
ზოგი ფლანგს გაგიმტკიცებს

ან - პოზიციას იგებს,
ან მოგიმატებს - ტემპს,
თუმცა აგირევს რიგებს,
ზოგიც - რას გიკეთებს.

კარგ სვლას - მრავალიც იგებს,
ჩანაფიქრთაა ცვლა,
მაგრამ პარტიას იგებს
საუკეთესო სვლა.

სიბრძნედ - ეს კმარა მარტო,
თუ გინდა, ბედი მართო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →