ჩანაწერი
Laravel
მამელუქების სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მამელუქების სონეტი
რა საქმენი უქნიათ, საქებ-ნაქებ-უქები!
თავგანწირვის ნათელი მოხვევიათ გარს.
სადღა აღარ იბრძოდნენ თურმე მამელუქები,
ვიკვლევთ იმათ წინაპრებს, იმათ მონაგარს.
ვლანდავთ სხვათა მომხვდურებს - მათით ანაკანკალებს,
თავს დავეძებთ?! რა გვიჭირს, ვისაც უნდა, გვხრას!
სხვათა ისტორიებში ვეძებთ ქართულ ნაკვალევს,
“წარმოშობით ქართველმა მიაღწია რას!”
წარსულს მივჩერებივართ, წინ - უცნობი ხედია
და ფეხწამოსაკრავი გველოდება ქვა.
ვინც სიმართლეს წარმოთქვამს, ვამბობთ: “რა თავხედია!
ჩვენც კი ვიცით სიმართლე, მაგან რატომ თქვა!
სხვაგან სხვას თუ რამ არგო? სხვისი მტერი თუ მოსრა,-
ჩამესმის ილიასი - საქართველოს - რა!

კომენტარი
0