ჩანაწერი
Laravel
ბატონი იქსი - სონეტი მაგრიტს
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბატონი იქსი - სონეტი მაგრიტს
(“სიტყვა ნაწყვეტი გამოგვიცხადებს უფრო მეტს, ვიდრე მთელი პოემა” - გალაკტიონი)
ამბობთ ცოტას და გულისხმობთ მრავალს,
თქვენსას არ ამხელთ თავგადასავალს,
ამასობაში ეს ჟამიც გავალს.
ვინ გადებთ, რა - ვალს?
ხართ ცეცხლოვანი, არდახვეწადი,
არდავარდნადი, არც რის ხვეწადი,
საცაა, გავა ეს წელიწადი.
“- არ მოგწონს?! - წადი!”
ხართ - ჯოჯოხეთის მდინარე - სტიქსი,
მდუმარე სფინქსი, ცეცხლის ფენიქსი,
ჩამონათვლისა მე დამრჩა იქ სი…
თქვენ კი გამქრალხართ - ბატონი იქსი!
ღამე ვათეთრე და გავახამე,
მაგრიტს კი მაინც ვერ შევეხამე.
ნინო დარბაისელი
ბატონი იქსი - სონეტი მაგრიტს
(“სიტყვა ნაწყვეტი გამოგვიცხადებს უფრო მეტს, ვიდრე მთელი პოემა” - გალაკტიონი)
ამბობთ ცოტას და გულისხმობთ მრავალს,
თქვენსას არ ამხელთ თავგადასავალს,
ამასობაში ეს ჟამიც გავალს.
ვინ გადებთ, რა - ვალს?
ხართ ცეცხლოვანი, არდახვეწადი,
არდავარდნადი, არც რის ხვეწადი,
საცაა, გავა ეს წელიწადი.
“- არ მოგწონს?! - წადი!”
ხართ - ჯოჯოხეთის მდინარე - სტიქსი,
მდუმარე სფინქსი, ცეცხლის ფენიქსი,
ჩამონათვლისა მე დამრჩა იქ სი…
თქვენ კი გამქრალხართ - ბატონი იქსი!
ღამე ვათეთრე და გავახამე,
მაგრიტს კი მაინც ვერ შევეხამე.
Laravel
კომენტარი
0