შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სინაის მთის სონეტი

# ლექსები
ნინო დარბაისელი

სინაის მთის სონეტი

წყალსაც ცეცხლი უკიდია,
დაგედება აქ ვალები.
სინას მთაზე - დიადია
ძველ ქართველთა ნაკვალევი.

გდევს მარადის სამერმისო
ხმა მოსესი - სიბნელეში!
(თქვეს, სუნია აქლემისო,
რომ მეგონა, ეგდო ლეში).

დღეს სხვებისა მეფობს ხანა
და ქართველიც ვერსად ვნახე,
შევაჯერე მთლად ქვეყანა,
ვერც ვერავის დავემძრახე.

ვინღა იცის, რის ტოლია,
საქართველოს ისტორია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →