შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბრექის მწარე სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბრექის მწარე სონეტი

საქართველოს ტურიზმი ვინ, რამ განავითაროს,
ანკი რა გააჩნია დიდად გასაკვირი?
ყველგან როა, ვერც ნახავს ბუკლეტების იმ თაროს,
სხვაგან რაც უფასოა, იმაში - სურს ძვირი!

შევადარო ეგვიპტე ან ისრაელ- ავსტრია,
საფრანგეთ-იტალია, არც თუ ისე ძვირი?
უტუალეტო თბილისში მოფსმაც მოსანატრია,
თავად გამომიცდია, ვირი ვარ და ვყვირი!

ქვეყნის ჭუჭყიანი და მოუვლელი იერი -
ზოგს ჰგონია, უცხოელს მიიზიდავს უცებ?
მთვრალი, ბოზის მდევარი - ძლივსგამძღარი მშიერი,
პერსონალის უწვრთნელის - ზედაც - სიტუტუცე.

ბანკის ვალში იხრჩობა, მოარული ბრექით.
ისევ მიწა გერჩიოთ, შრომას
მიაწექით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →