შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ეგვიპტური დღიურიდან - მეფეთა ველი

#ლექსები

ეს ფორმა სონეტისა - ჩემი შექმნილია. დრო მქონდა გასაყვანი და მომკლა. არ შეიძლება , ასეთი სულელური ამოცანა დაისახო! მეტს აღარ ვიზამ

ნინო დარბაისელი

ეგვიპტური დღიურიდან - მეფეთა ველი

შემოვიარე მეფეთა ველი, სიცხეა მწველი,
გზები - არ-ძველი.
ვერ გამიგია, აქ რაღას ველი,
ასე ტანსველი

საკუთარივე ოფლით. ამ სოფლით,
წამის სამყოფრით!
აქ სარკოფაგებს ოქრო არ ჰყოფნით,
გადანაფოფრი.

მომწყინდა მკვდრები, სიკვდილადრები
და უკადრები,
საფლავთა ცქერით - ყელვიღადრები,
(შენ - იბადრები?!)

ბევრი ვიარო, ცოტა ვიარო,
როგორ ვიპოვო სამშობიარო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →