ჩანაწერი
Laravel
მუზეუმის სონეტი
# ლექსები
ნინო დარბაისელი
მუზეუმის სონეტი
ჰაერი - ყვითელი სილა და მტვერია.
აქ თუ არ გაწვიმდა. ვიხრჩობით ყველანი.
მზე - დღემდე ღმერთია, მზის მძრახი - მტერია!
ვჩანვართ გიგანტებთან - ჩიტებისხელანი.
ნეტავი გაწვიმდეს, ძირს ჩამოიტანოს,
ვუვლით პირამიდებს პირმოკუმულები.
ყველა ჩრდილს დავეძებთ მცირეს, სანეტაროს.
წვანან - აქლემები, ულევი, ულევი!
რომ ჩასწვდე ეგვიპტეს, ხარ აქ ნაცხოვრები?!
შენს წარმოსახვასთან გეყოფა რა ომი!
დაგვდევს თან გუნდები მძარცველ - მათხოვრების
და ყველგან მუმია გელის ფარაონის.
გრილში მე ამდენი არ მიზეიმია.
გჩხრეკენ და გიშვებენ, ეს - მუზეუმია!
ნინო დარბაისელი
მუზეუმის სონეტი
ჰაერი - ყვითელი სილა და მტვერია.
აქ თუ არ გაწვიმდა. ვიხრჩობით ყველანი.
მზე - დღემდე ღმერთია, მზის მძრახი - მტერია!
ვჩანვართ გიგანტებთან - ჩიტებისხელანი.
ნეტავი გაწვიმდეს, ძირს ჩამოიტანოს,
ვუვლით პირამიდებს პირმოკუმულები.
ყველა ჩრდილს დავეძებთ მცირეს, სანეტაროს.
წვანან - აქლემები, ულევი, ულევი!
რომ ჩასწვდე ეგვიპტეს, ხარ აქ ნაცხოვრები?!
შენს წარმოსახვასთან გეყოფა რა ომი!
დაგვდევს თან გუნდები მძარცველ - მათხოვრების
და ყველგან მუმია გელის ფარაონის.
გრილში მე ამდენი არ მიზეიმია.
გჩხრეკენ და გიშვებენ, ეს - მუზეუმია!
Laravel
კომენტარი
0