ჩანაწერი
Laravel
ნაფტალინის კაცი იგი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნაფტალინის კაცი იგი
(შექსპირული სონეტი)
ზამთრის პირას პირველ პალტოს ის იცვამდა, მგონია.
მყავდა ერთი მოტრფიალე, არ ყმაწვილი, ბებერი.
მოსაუბრე იმისთანა - მართლაც მონაგონია,
ნაფტალინის სუნი ჰქონდა, გაუნიავებელის.
აქამომდე შემრჩა ასე, სუნი მოდის პირველი,
მერე ყველა დანარჩენი - სულ გონებას მოჰყვება.
ყნოსვითია ხსოვნა ბევრი, რაა გასაკვირველი.
წარმოსახვას? - ახსოვს ერთი ვინმე ფერმკრთალლოყება.
ძილში ? ძილი- ოხერია! ვის დამორჩილებია!
ხან დაგაფრთხობს ჩაძინებულს ერთი გაფაჩუნება,
ნაფტალინის ბაღში ხარობს, ვარდის ნაშვილებია,
ხანაც - თოვლად მეფინება, ძილში მეხრაშუნება.
ეჰ, რას იზამ! თურმე როცა აღარავის არ ელი,
ბრუნდებიან გარდასული მეტრფე-მოტრფიალენი.

კომენტარი
0