შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბაღები - რეტრო (შექსპირული სონეტი)

ფეისზე, “მცდარბეჭდილმძებნში” ვიღაცას დაუწერია:
“აველვარდები - გრამატიკულად სწორი სიტყვაა, მაგრამ პრაქტიკულად ვერ გამოიყენებო”
სწორედ ამიტომაა ლექსი კარგი, თხზვის ტექნიკის დაუფლება!
ეს კომენტარი იქ დავუტოვე:

რას ერჩით, გადასარევი სიტყვაა - “აველვარდები!” - ნათელი და სურნელოვანი!

მაგალითად ასე:
შექსპირულ სონეტად -

ნინო დარბაისელი

ბაღები - რეტრო

იცის მებაღემ, ვის შემოუშვებს,
ჭიშკარს ვის გამო აღებს!
ან უშენობას ვინ მოუშუშებს
შენი სასახლის ბაღებს?

მე - ძველებურად, აქ გელოდები,
შებინდებულა, ხედავ?
გაგრილებულან აგერ, ლოდები,
ჩრდილები წვება ხეთა.

ისე ჰყვავიან წითლად ვარდები,
გიკვირდეს - გადარჩნენო.
მე - უკვე ვეღარ აველვარდები,
შენს დანახვაზე, ჩემო!

გული სიჩუმეს იტევს.
დაუძინიათ ჩიტებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →