ჩანაწერი
Laravel
სალი კლდე, გიჟი მდინარე
#ლექსები
ესეც - გალიტერატურულებური ხალხური მოტივები
ნინო დარბაისელი
სალი კლდე, გიჟი მდინარე
სალი კლდე, გიჟი მდინარე, მკერდქვეშ - ჩამთბარი დანა,
მანძილს ვიგონებ მცინარე - შენამდე - აქედანა.
არასდროს მიბედნიერე ჭერი და ჩემი არე.
ორაზროვანი იერით სულ ერთხელ ჩამიარე
და სხვისკენ ეშურებოდი. კარგია, არ ვთქვით ფიცი.
ათასჯერ გაგეყრებოდი, თავის ამბავი ვიცი.
სჯობს ვიყო სხვისი ცოლი და არასდროს - შენი სასძლო.
სხვაა - გიყვარდეს შორიდან, სულ სხვა - ახლოში გასძლო!
არარსებული - რას ერთვის ან როგორ გაიყოფა?
გულით ნატარებს ყოველთვის ერთი მკვლელი ჰყავს - ყოფა.
სალი კლდე, გიჟი მდინარე…

კომენტარი
1არსებობს ასეთი რიტორიკული ხერხი რიფრეიმინგი (reframing)
ეს რაღაცით წააგავს პოეტურ პუანტს, ბრუნს და ა.შ , რის შესახებაც ცოტა როდი გვიმსჯელია, მაგალითებით.
ოღონდ რა ქმნის განსხვავებას - თუკი ბრუნის დროს შეგიძლია, საერთოდ მოსწყდე თემას ან კონცეპტუალურ - სახეობრივ სტრუქტურას და აშ, რომელიც ლექსშია განვითარებული. რიფრეიმი - იმავე თემის, განწყობის, და აშ ფარგლებში ახლებურ, ხედვის მოულოდნელ რაკურსს გვთავაზობს, როგორც ამ ლექსში.
ეს არის “რიფრეიმინგის” მეშვეობით - რომანტიკული სიტუაციის გამოდერნისტულება.
პოსტ- მოდერნისტულშიც შეიძლება გადაიყვანოს ადამიანმა, თუ მოინდომებს, მაგრამ არ მინდა, მკითხველებს უფრო გავურთულო გაგება.