ჩანაწერი
Laravel
უკანასკნელ გზაზე (შექსპირული სონეტი)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
უკანასკნელ გზაზე
(შექსპირული სონეტი)
უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ იგი,
იყო ყვავილები, გვირგვინების წყება.
მოგვყვებოდა მძიმედ მანქანების რიგი.
იწყებოდა უკვე მისი დავიწყება.
ცოლი - მგლოვიარე იყო დაქანცული,
მგლოვიარე დედა - ჩამწვარ სანთელს ჰგავდა,
მე ვუცქერდი უხმოდ და მტკიოდა სული,
ყველა გვერდით ედგა, ერთადერთის გარდა.
დღევანდელის მერე - დღეა ხვალინდელი
და ცხოვრებაც წავა, როგორც ადრე იყო,
ახლით შეიცვლება ძველი სადარდელი.
შენ - ცხოვრება დღეით უნდა ათარიღო!
უკანასკნელ გზაზე სხვას ვინც მიაცილებს,
გზას ეჩვევა. ჭირი - ნახავს გასაცინებს!
ნინო დარბაისელი
უკანასკნელ გზაზე
(შექსპირული სონეტი)
უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ იგი,
იყო ყვავილები, გვირგვინების წყება.
მოგვყვებოდა მძიმედ მანქანების რიგი.
იწყებოდა უკვე მისი დავიწყება.
ცოლი - მგლოვიარე იყო დაქანცული,
მგლოვიარე დედა - ჩამწვარ სანთელს ჰგავდა,
მე ვუცქერდი უხმოდ და მტკიოდა სული,
ყველა გვერდით ედგა, ერთადერთის გარდა.
დღევანდელის მერე - დღეა ხვალინდელი
და ცხოვრებაც წავა, როგორც ადრე იყო,
ახლით შეიცვლება ძველი სადარდელი.
შენ - ცხოვრება დღეით უნდა ათარიღო!
უკანასკნელ გზაზე სხვას ვინც მიაცილებს,
გზას ეჩვევა. ჭირი - ნახავს გასაცინებს!
Laravel
კომენტარი
0