შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფეხდანაკიდი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ფეხდანაკიდი

***
ჩიტი,
ყვავილი,
და კლასიკა -
შეგვაგრძნობინებს, რომ
სამოთხე -
- ცოტა - აქ არის!

***
ენას - ლაგამი!
თვალს - დოლბანდი,
მდევარი - ლანდი -
- რომ ჯოჯოხეთი - ცეცხლოვანი ალაგია
აქ მინაქარის!

***
ძრწოლა,
შენდობა,
მონანიება -
- რომ იმათშუა ერთადერთი -
- ბეწვის ხიდია!

***
ვიდრე ვარ - ვიყო!
თუ არ ვიქნები,
არყოფნაში ჩამოვიქნები?!
ფეხდანაკიდი - დასაკიდია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →