შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი რამზეს II - ოზიმანდიასს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი რამზეს II - ოზიმანდიასს

(მის მუმიას სოკო გაუჩნდა და 1974 წ. სამკურნალოდ ეგვიპტიდან პარიზში გადააფრინეს)

თუკი გაუძლებ ათასწლეულებს,
თუ ეგვიპტელი შენ ხარ მუმია,
ლანდავ ძველ ამბებს და აწ-ვე ულევს,
უკან - კაიროს მუზეუმია;

თვითმფრინავისას გიღებენ ბილეთს,
პარიზელები თავს გევლებიან,
საბაჟო - მითებს გააბათილებს
გიღებენ პასპორტს, თარიღ-წლებიანს,

გიკრავენ სურათს, არკვევენ სახელს
და უკეთესი რაკი ვერ ნახეს,
გიწერენ “მეფეს”. ვინმე გაამხელს

სოკომოდებულ სიმართლეს მჭახეს?
წარსულში ცოცხალ ღმერთად რომ გსახეს,
აწ მეფურ ხვედრის გრძნობ სივაგლახეს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →