შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დირჯი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დირჯი

(სპენსერული სონეტი, ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით)

“ბედმა ორი გზა მაჩვენა
და უნდა გადაგირჩე,
წასვლაც ძნელია, დარჩენაც
- ორი ძნელიდან ვირჩევ”.

გიგლოვე, გამოგიდირჯე,
ვიქეცი მე ცრემლვარდნილად,
ვთქვი, იქნებ სიკვდილს მივრჩე,
ცა - ვარდით გადაბარდნილა.

მე ადრიანად, ამ დილად
მოუსავლეთში წავალ.
ვერსად მიპოვი ნამდვილად.
უკვე მიწა ვარ, ცა ვარ!

საფლავი - ბევრს აქვს განა?!
მკვდრებიც ცოცხლებში დგანან!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →