ჩანაწერი
Laravel
კვიცი (სპენსერული სონეტი ვოლტათი ანუ ბრუნით)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კვიცი
(სპენსერული სონეტი, ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით 𝑎𝑏𝑎𝑏bcbc cdcdee).
სამი კვირაც იქნება, სულ კვიცებში დავდივარ,
ვარჩევ ჯიშის მიხედვით, არდამთმობი მისხლის,
ახლა ვფრთხილობ ძალიან, თორემ ისე - მარდი ვარ.
-დედის სახელს უსმინე - გამყიდველი მიხსნის -
თუ გინდაო იპოვო კვიცი, წმინდა სისხლის.
ვეუბნები ამაყად, რომ ეგ წესი ვიცი.
ისიც ვიცი, რამხელა მიჯობს ანუ მის ხნის
უნდა იყოს, კარგი რომ გამომადგეს კვიცი.
- ცოდნა უნდა ყველაფერს, რაა დასაფიცი!
გამოდგომის ამბავიც დაუმატე ბარემ;
კარგად უნდა გესმოდეს ქიცმაცური-ქიცი,
დასჭირდება შეწყობაც, ვიდრე სხვებში გარევ!
- მერე გვიან იქნება, თუ გამრჩევი არ ხარ,
თავი გინდა ცოცხლად თუ ცოცხლად დასამარხად!

კომენტარი
0