შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლილის ბალდახინი

#ლექსები
#ლილის_კარაბადინი

ნინო დარბაისელი

ლილის ბალდახინი

(“ო ბევრი რამე მოგვაგონდება ჩვენ იმათ ხმებში”- კოლაუ ნადირაძე)

სიჩუმეა ჩვენი ბოლო, რა გრუხუნი, რა რიხინი!
ბრალი მისი, ვინც წავიდეს, მოტირალი არ ეყოლოს.
წვიმა იყო, ნელის-ნელა მიდიოდა ბალდახინი…
პროცესიას - თავში - ძაღლი, ვიღაც უცხო ედგა ბოლოს.
თქმა უყვარდა, ვიდრე მძინარს გაგუდავდა ის ხიხინი:
- დაუხვდება მინდვრის ბოლოს, გაურბოდა ვინაც ღოლოს!
ვისაც ჩემი შეშურდესო, მისი იყოს ჩემი ლხინი!
ჩემი ლხინიც წაიღოს და ჩემი დარდიც გააყოლოს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →