ჩანაწერი
Laravel
ქალი - ჩემში
ქალი ჩემში
(ციკლიდან - ეტიუდები)
ქალი ჩემში - ო, ბედითი არსება
რას არ უძლებს, ვის არ შეეთავსება!
თუ ერგუნა სიყვარულით ავსება,
უმოწყალოდ რატომ-ღა ითარსება?
მიყვარს, თითქოს არსადა ვარ წამსვლელი,
მაგრამ თურმე მოულოდნელ წამს ველი,
წავალ ისე, თითქოს არც მყვარებია,
იწრიტება, ცრემლის რაც ღვარებია.
როცა გული მოლოდინმა გალია,
მომხედე და ღია დაგრჩა გალია.
გასაფრენი ჩიტი - გალიაზეა.
მე კი არა, ყველა ქალი ასეა!
P.S.
მეპატიოს ეს ლექსი- პაროდია,
ყველა ქალი ჩემნაირი როდია.
პროტოტიპი? იქნებ ანტიპოდია -
ერთდროულად მეძავი? - ფოფოდია?
უფრო წრფელი - არ ვიცი მელოდია.
ქალობა ხომ გულზე - მძიმე ლოდია,
ოქროს ზოდი?! - გული დანაკოდია.
შეგეჭამოს?! - განა ბუტერბროდია!
“თუ გიყვარდი, რაღად გამირბოდია?!”
ეს - ლექსია? რაღაც - მონაბოდია!
(ციკლიდან - ეტიუდები)
ქალი ჩემში - ო, ბედითი არსება
რას არ უძლებს, ვის არ შეეთავსება!
თუ ერგუნა სიყვარულით ავსება,
უმოწყალოდ რატომ-ღა ითარსება?
მიყვარს, თითქოს არსადა ვარ წამსვლელი,
მაგრამ თურმე მოულოდნელ წამს ველი,
წავალ ისე, თითქოს არც მყვარებია,
იწრიტება, ცრემლის რაც ღვარებია.
როცა გული მოლოდინმა გალია,
მომხედე და ღია დაგრჩა გალია.
გასაფრენი ჩიტი - გალიაზეა.
მე კი არა, ყველა ქალი ასეა!
P.S.
მეპატიოს ეს ლექსი- პაროდია,
ყველა ქალი ჩემნაირი როდია.
პროტოტიპი? იქნებ ანტიპოდია -
ერთდროულად მეძავი? - ფოფოდია?
უფრო წრფელი - არ ვიცი მელოდია.
ქალობა ხომ გულზე - მძიმე ლოდია,
ოქროს ზოდი?! - გული დანაკოდია.
შეგეჭამოს?! - განა ბუტერბროდია!
“თუ გიყვარდი, რაღად გამირბოდია?!”
ეს - ლექსია? რაღაც - მონაბოდია!
Laravel
კომენტარი
0