შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ომიროს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ომიროს
(მაგდა გორგიძეს)

გამძაფრდება ომი როს, გვაგონდები ომიროს,
ცოცხლად წარმოგვიდგება სხვა ამბები თუ ტროა!
გმირი - გმირის მსხვერპლია, გმირი - განა უმტროა.
განვიკითხოთ დღეით ვინ, კარგია თუ ავია,
კოდექსი ღირსებისა - ყველგან დასაცავია!
თქვეს: განა საიდუმლო ყველა გაგვიმხილაო?!
გადმოცემით - ბრმაო და ყველას გულთამხილავო!
როცა მძლავრობს ავსული და ვართ ბრძოლის მნდომი როს,
გადავხედავთ ზემოდან ბანაკს საპირისპიროს,
მღილის დარდმაც იდაროს,
ამბებს ელის საგმიროს,
უკვდავ სისხლად ტრიალებ ჩვენს ძარღვებში ომიროს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →