შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლექსი პირველი

#ლექსები
ხანდახან ასეთი ენატკბილად მოუბარიც გახლავართ, ჩემო ბატონო!
აუ, როგორ ვერ ვიტან ამ სტილს!
უბრალოდ, რეტრო ვცადე.

ნინო დარბაისელი

ლექსი პირველი
(სონეტი)

იქ, პოეზიის პირველმღვიმეში
პირველი ლექსი რარიგად იშვა?
ვის - გაუთენდა შიგ ღამე მრეში,
ვინ აიცილა ძილში გათიშვა,

ან ქარიშხალში - ჭრიალი ხეთა,
ანდა ჩურჩული ბალახის ღერთა
რად შემოესმა, რომ გაიხედა,
გული პირველად რად აუმღერდა?

მჯერა, პირველმა ვინც შეიყვარა,
არ დაელია ირგვლივ - მძრახველი
და ცრემლი - გულში ნადენი ღვარად
დასდინდა, როგორც მწარე ნაღველი!

გასაოცარი? გასაკვირველი? -
როგორი იყო - ლექსი პირველი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →