შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩვენებური სონეტი

ნინო დარბაისელი

ჩვენებური სონეტი

ადამიანს? - “შეშვენის”,
იყოს კარგად მკვდარი,
აზრით - სხვისის ან ჩვენის
- არვის შესადარი!

ჩვენ არ გვიყვარს ცოცხლები,
პრობლემებს რომ შობენ!
დროზე გასაცოცხები,
აქ - რას თამაშობენ!

მკვდარი - ასატანია,
ქვისქვეშ წყნარად მწოლი,
რად უნდა მეტანია,
მკვდარი - მკვდრისა ტოლი!

ჰოდა, ვნაყავთ - სანაყავს,
სად რაც გაგვდის, - გაგვყავს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →