ჩანაწერი
Laravel
შიშის სონეტი
შიშის სონეტი
ზოგს შიში ზაფრავს სიმაღლის, სივრცის,
ზოგს - ღიასი და ზოგს - ჩაკეტილის,
ზოგს - რა აშინებს, თვითონ არც იცის,
ზოგს - შიშიც ზარავს - რამე კეთილის.
ჩინის დაკარგვას სულ შიშობს ყრუ და
ღალატის შიშზე?! - თქვას მამელუქმა.
ცხოველის შიში?! - იქვეა მუდამ
დაარტყამ? - გარბის, შივდება? - ლუკმა!
ზოგს - ეშინია მარტო დარჩენის,
ზოგს - ეშინია, დაიწყებს ხველას…
სხვამ ჩამოთვალოს - სხვა დანარჩენი!
უამრავია და გვმართავს ყველას!
რას მეუბნები, არ გაქვს ფობია?
- სხვას ეთამაშე არიფობია!
ზოგს შიში ზაფრავს სიმაღლის, სივრცის,
ზოგს - ღიასი და ზოგს - ჩაკეტილის,
ზოგს - რა აშინებს, თვითონ არც იცის,
ზოგს - შიშიც ზარავს - რამე კეთილის.
ჩინის დაკარგვას სულ შიშობს ყრუ და
ღალატის შიშზე?! - თქვას მამელუქმა.
ცხოველის შიში?! - იქვეა მუდამ
დაარტყამ? - გარბის, შივდება? - ლუკმა!
ზოგს - ეშინია მარტო დარჩენის,
ზოგს - ეშინია, დაიწყებს ხველას…
სხვამ ჩამოთვალოს - სხვა დანარჩენი!
უამრავია და გვმართავს ყველას!
რას მეუბნები, არ გაქვს ფობია?
- სხვას ეთამაშე არიფობია!
Laravel
კომენტარი
0