შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მუმლი მუხასა

მუმლი მუხასა

სიცრუის ხდება ტირაჟირება.
ო, ეჭვო ჩემო, კვლავ აღმოცენდი!
შიგ სინამდვილე არც რა იქნება,
ხოლო ტყუილი - ასი პროცენტი.

მაგრამ ტყუილი შეიფუთება
მართლის სახელით, როგორც წესია,
საგაზაფხულო აფუთფუთება
გვჭირს, მუმლი მუხას წამოესია!

გამაგრდი ერო, გაუძლებ ვიცი,
და გადარჩები, როგორც გადარჩი.
და აენთება კვლავ ცეცხლად ფიცი,
დღეს ნაღვერდლად რომ ღუის ღადარში.

ნუ შეგაშინებს სიმრავლე მტერთა,
ვერაგი ვერაგს ისევ შერთვია.
გაცამტვერდება, ვით გაცამტვერდა.
მუმლი - ბევრია, მუხა - ერთია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →