ჩანაწერი
Laravel
მგელი, ცხვარი და თხა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
მგელი, ცხვარი და თხა
აქ რასაც ვდებ, პატარ-პატარა იუმორებს, ინგლისურიდან ვთარგმნი და არჩევისას ვცდილობ, ცოტა ქართულს მისადაგებული იყოს. ბევრი კარგი რაღაც შემხვედრია, მაგრამ იმდენად ზის ინგლისურენოვან კონტექსტში, ქართულში ტრანსპლანტირებას ვერ იხდენს. ზოგი ისეთია, ჩვენი კონტექსტის ახლებური “ წაკითხვისაკენ” მიბიძგებს.
აი მაგალითად:
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ მგელი და ცხვარი ერთად ძოვდეს?
- ცხვრისგან - არაფერი, მგელზე იმუშავეთ!
სულით ხომ ძალიან ინგლისური იუმორია,
მსმენელს უმალ ბიბლია მოაგონდებოდა, მე - ვეფხისტყაოსანი გამახსენდა, ოღონდ რუსთაველს ცხვარი თხით შეუცვლია:
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

კომენტარი
0