ჩანაწერი
Laravel
ლექსმცოდნეობითი ოპუსები - დიამანტე
ნინო დარბაისელი
ლექსმცოდნეობითი ოპუსები - დიამანტე
დიამანტე - იტალიური სიტყვაა და ბრილიანტს ნიშნავს.
დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია ამერიკულ პოეზიაში. გასულ საუკუნეში მისი შემქმნელია
აირის მაკლეინ ტიედი (Iris McClellan Tiedt)
დიამანტე - ასე იწოდება შვიდსტრიქონედი ლექსი, რომლის გამოსახულებაც ფურცელზე პირობითად, ბრილიანტს მოგვაგონებს.
აქ თითოეულ სტრიქონს ფორმისა და შინაარსის მხრივ, თავისი მკაცრი მოთხოვნა აქვს.
პირველი და ბოლო - აუცილებლად არსებითი სახელია, ერთმანეთის მიმართ ანტონიმები (მოდუსებში შემხვედრია სინონიმებიც).
თავიდან და ბოლოდან მეორეები - ორი სიტყვისგან ზედსართავისგან შემდგარი განსაზღვრებებია.
თავიდან და ბოლოდან მესამეები - სამსიტყვიანებია და აწმყო დროში … ინგლისურად ,, ing “- “ აი ენ ჯით “ მოქმედების გამომხატველი ზედსართავებია, რომლის წარმოებაც ბოლოდროინდელ ქართულში გაძლიერებულია უფრო - ცუდ თარგმანთა წყალობით და მაინცა და მაინც მოქნილად ვერ გამოიყურება, თუმცა ჩვენს ენას ამისი პოტენციალი გააჩნია. დაგვრჩა შუა, საზიარო, ასე ვთქვათ ხერხემალი- სტრიქონი, ზემოდან და ქვემოდანაც მეოთხე, რომელიც იმგვარადაა შედგენილი, რომ თავ- ბოლოს - ორივეს ერგება. იგი ერთმანეთისგან მძიმეებით გამოყოფილი ოთხი სიტყვისგან - არსებითი სახელისაგან შედგება. აქედან ჩვეულებრივ, ორი დასაწყისს “ავსებს”, ორი - დასასრულს.
მოინგლისურეებისთვის ტექსტს კი ვდებ, მაგრამ სიტყვასიტყვითი თარგმანი უფრო დამაბნევლად მეჩვენება. მე ქართულად ახსნისას, ჩემი ფიქრით, უფრო ადვილადგასაგებ გზას მივმართე:
“Diamante:
It is a seven lined poem set up in a diamond shape.
Line 1: Noun or subject
Line 2: Two Adjectives describing the first noun/subect
Line 3: Three -ing words describing the first noun/subect
Line 4: Four words: two about the first noun/subect, two about the antonym/synonym
Line 5: Three -ing words about the antonym/synonym
Line 6: Two adjectives describing the antonym/synonym
Line 7: Antonym/synonym for the subject”
უფრო გასაგები რომ იყოს ამ სახეობის სპეციფიკა. ჯერ რაიმე მზა ნიმუშს ვთარგმნი და მერე ქართული მოდელი შევადგინოთ.
. Pessimism
. Negative, ugly
. worrying, moaning, groaning
. enemy, acquaintance, neighbor, friend . Chatting, smiling, singing
. positive, beautiful
. optimism
. პესიმიზმი
. ნეგატიური, უშნო
. დარდიანი, მატირებელი, მწუხარე,
.მტერი, ნაცნობი, მეზობელი, მეგობარი
. მობაასე, მოცინარი, მომღერალი,
. პოზიტიური, მშვენიერი
. ოპტიმიზმი
ახლა ქართულად ვცადოთ:
. ***
. დილა
. ახალი, კეთილი,
. საიმედო, სახალისო, მოსხივნათლე.
საწოლი, ყავა, ინტერნეტი, მოგზაურობა.
. დამღლელი, მოსაწყენი, უცვალებელი,
. ბნელი, ბოროტი
. ღამე.
დავალება ტრადიციულია: მიჰყევით მოდელს და სცადეთ, შექმნათ დიამანტე

კომენტარი
0