შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პარეიდოლია

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

აი, კიდევ! - ტაძრის კედელზე ვიღაც გამოისახაო, ფეისზე სერიოზულად მსჯელობენ, ურთიერთსაპირისპირო ვერსიები ჩნდება…
კარგით, რა!
ჩვეულებრივი გამოვლენაა - ფსიქიკის უნარი - და არა სენი - სხვადასხვა საგნებში გამოსახულებათა აღმოჩენისა)

ნინო დარბაისელი

პარეიდოლია

ფეისზე რა ხრიდოლია?!
- ეს - მერამდენედ, ოლია,
პირსავსე მთვარე - დოლია,
ცაში - ღრუბლების დოლია,
მიწაზე - ხორბლის დოლია,
თუ ციხის რამ გოდოლია?
აკადემია ინდური? - საწვრთნელი - “ბარბადოლია”?
გიშველის - ვალიდოლია,
დაღლილ ფსიქიკას სჩვევია ასე - პარეიდოლია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →