შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხუთკატიანისა

ნინო დარბაისელი სტრონი

(ექსპრომტი ხუთკატიან მ. ზ - ს)

შენს ფანჯარაში დილაადრიან
თუ შემოფრინდა ჩიტი კანარის,
ჭრელი, ფერადი, რას არ ადრიან,
რაც კია, ანდა რაც კი არ არის,
უნდა მოასწრო გადასარჩენად
შეპყრობა მისი, გაშვება გარეთ,
ხუთ კატას, აბა, რაღა დარჩება,
შემოგცქერიან როცა მდუმარედ.
მალე დათბება, ჩექმას, შალეულს
შეენაცვლება საცაა ჩითი,
ვუშვებ ფანჯრიდან შემკრთალს, გალეულს.
ვის გაგიფრინდათ ლამაზი ჩიტი!

- - - -
ფოტოზე - მარინას ხელში გადასარჩენად მომწყვდეული ჩიტი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →