შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შიშისა

ნინო დარბაისელი

შიშისა
(იგავ-არაკი)

ამბობენ, ვიღაც სწავლულებს უწინ
შეურჩევიათ ბატკანი ლუწი -
ერთი ზომისა და ერთი ჯიშის,
არა მცნობელნი ელდის და შიშის.
ერთმა მთელი დრო ძრწოლით გალია,
მგელთან დაუდგეს რადგან გალია.
ხოლო მეორე - მგელს ვერ ხედავდა,
მის შეშინებას ვინ გაბედავდა!
ერთგვარად კვებეს ორთავ ბატკანი,
მაგრამ დასუსტდა ერთი მათგანი,
გაძვალტყავდა და კვდებოდა კენტი
აშკარად ვნებდა ექსპერიმენტი.
მეორემ - კარგი შეიბა დუმა
და ვერც მგლის შიშმა ვერ დაადუმა.

ჰოდა დაასკვნეს, ამჭლევებს ძლიერ
შიში და უცვლის სუყველას იერს,
ექსპერიმენტი დასრულდა რადგან,
თავისუფლების დრო-ჟამიც დადგა,
გაუშვეს ერთად მგელი და ცხვარი,
ცხვარს გასუქებულს ეძგერა ცხარი.
მჭლეს - მსუქანი სჯობს, მსუყეა რაკი.
ასე დამთავრა ესე არაკი…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →