ჩანაწერი
Laravel
აღმოვაჩინე საშველი
ნინო დარბაისელი
აღმოვაჩინე საშველი
ამ პოლიტიკის შემყურე ერთი აზრისკენ ვიხრები:
- ან ცემა-ტყეპა აკრძალეთ, ან დააწესეთ ნიხრები;
განსაზღვრეთ, რა ღირს საჯაროდ დედის და კარგის გინება! ...
სულ ფუჭად როდი ჩაგივლით ასეთი გულმოდგინება.
პარლამენტ-საკრებულოში კაცი არაა ღარიბი...
უსაქმო ჯდომით დაღლილებს ხელში მიეცით ტარიფი!
დე, თვითონ ამოირჩიონ, ჯერზე ვინ რამდენს გაქაჩავს,
ფული - ბიუჯეტს ემატოს, ხელს ნუ გაურევთ აქაც შავს;
აგინონ, ურტყან ერთმანეთს, ზემოდან ერგოთ პრიზები!
(შენ - მაინც ფეხზე ჰკიდიხარ, ერო, ნუ აიმრიზები!)
ყველამ ფულით ზღოს, ცემით ვინც ვინმეზე შური იძია...
სხვა რა ვქნათ, აბა, ამ ტურიზმს,
უმუშევრობის დაძლევას
და ასე შემდეგ, უამრავს...
ვერ მოვერიეთ, ბიძია!
2020

კომენტარი
0