შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

საქმე უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

“ საქმე უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო”
(იუმორისტული)


რა შეხედვა ან შეხება,
ჩვენ გვჭირდება ამო ხსნა:
ამოცანა გვეკითხება,
სად ვიპოვოთ ამოხსნა:

ერთ ფეხმძიმე ქალს სჭირდება
ცხრა თვე - ერთი ძე რომ შვას.
ცხრა ქალს? - თითო თვე? ჭინთება?
ნუ დაუცდის მოშუშვას?

ლოგიკურად - რა გაბრაზებს!
რა არ გეხალისება?
რა და - რაოდენობაზე
დაყვანილი თვისება!

თქვა და ერთიც გამოცალა,
როგორც დგამი, ისე ძევს.
დაბნეული ამოცანა
არც არაფერს დაეძებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →