შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სხვა ქალი

სხვა ქალი

(იუმორისტული)

,,ცხოვრება უნდა იყოს აწყობილი"-...
ქმარი მარიგებდა აწ ყოფილი -

,,ცივ-ცივი ღვინო,
საღიღინო
და მზად მაცივარში -
ხინკლის ფარში.

სუფრა - ხელდახელ გაწყობილი.
არ აკლდეს შემწვარი და დაცხობილი!

იყავ ბედნიერი! გაგასაღე,
დაგატოვებინე სატუსაღე."

მიკვირდა, ,,ეს - რანაირია!''
მერე ერთიანად აირია.

მერე რაც იყო, ზღაპარია.
ნამყოს - შავი მიწა აფარია.

გავიგე, ცხოვრება რაც ყოფილა,
ვნება და ნება როგორც დაყოფილა,
სახმარად ვარგა დაწყობილი,
სხვა ქალად ვარ გადაწყობილი,

რაღამ გამახსენა აწ ყოფილი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →