შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მოჩვენება სასახლის

ნინო დარბაისელი

მოჩვენება სასახლის
(იუმორისტული)

რას არ მოიგონებენ,
რას არ გაგაგონებენ,
როგორ გადაღონებენ
ერთურთს ეუბნებიან:

- ამ სასახლეს ძველისძველს,
ამ სასახლეს დაუცველს,
სხვებმა როგორ გაუძლეს.
ბნელს და მოჩვენებიანს?

მე - საქმე მაქვს იმდენი,
დრო-ჟამს მარტო მივდენი,
სხვაფრივ არდამრიდენი
აქ - არც შეყოვნდებიან.

ხანდახან მომინდება
დარბაზთა დაბინდება,
ბნელი - დაიწინდება.
ხავერდის ფარდებია.

წინაპრებს აშენებად
უღირდათ და მშვენებად!
ამათ - რა ეჩვენებათ?
შიშსაც მოუცელია!

ქვაზე მიეძინა ხავსს.
საიდუმლოს ინახავს?
უცხო აქ არ მინახავს
მე - ორასი წელია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →