შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სალაღობო

#ლექსები
ნინო დარბაისელი

სალაღობო
(იუმორისტული)

სიცოცხლიდან სიკვდილამდე წუთი? - არა, წამია,
ჰოდა ვხარობ სიცოცხლით ხაჭაპურიჭამია!

მე ვარ ლედი პირველი პოეზიის ქართულის,
მფლობელი ვარ კორპუსში ბინის, მთელი სართულის,
ვისაც უნდა მომბაძოს , გარეთ - ქალი, შინ - ქალი,
სად იპოვოთ ჩემსავით მოტრაბახე, ვინ - ქალი,
სუფრავ, ჩემო გაშლილო, ვინ აცოცხლე, ვინ - კალი!
მოვახვიე მარტოკამ მე სამასი ხინკალი.

მე კაპიკებს დავდევდი, მოიქაჩა ფულია.
ბლომად ტყემლით, ტარხუნით, ვაჰ, რა ჩაქაფულია!

წონა არა, შავი ქვა! ან - აეშვი. ან - ები!
მიყვარს ზეთით ჯონჯოლი, ფხლები ნიგვზიანები,
მხლოვანები, კუპდარი, კიდევ ლობიანები
- ნაჭამზე ხმიანები.

ბანდაჟებით სხვებივით - მე არ გავიკოჭები,
რა სჯობს - ბაჟე, ელარჯი, თუ პიწკინა გოჭები.

მჭადი არ გამაგონოთ, ნელა გამოშუშული,
ცხელი შოთი სჯობია, ზედაც ყველი თუშური.

ღვინო არ დამავიწყდეს, რქაწითლისა, კახური,
ერთიანად შეისვას, თუა გადანახული,
გაუმარჯოს ამ ქეიფს, რის - ოშკი და ხახული!
დაცლაზეა, დაასხით, მე ტახი ვარ - ტახური!

ვილხინოთ და ვიხაროთ, მეტი რა დაგვრჩენია.
ვისაც უნდა ილოღნოს ხმელი რამ, “პეჩენია”,

განძი არის სიმსუქნე, განა განაჩენია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →