შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კაცი - საწოლში

#ლექსები
ნინო დარბაისელი

კაცი - საწოლში
(იუმორესკა)

ამ ებრაულმა ნათქვამმა აღზარდა თაობანი,
რით გავს კაცი და ორკესტრი და მისი გალობანი?! -
ოცი წლის კაცი ლოგინში - არის ვით ბარაბანი,
მჭახე, ხანმოკლე დარტყმა აქვს, ვერ დაეწევა ბანი.
ოცდაათ წლამდე - საყვირი, მჟღერი - ლამაზი - ხშირი,
შვენის ძალა და მეფობა ლომისა ანუ შირის.
ორმოცის - ვიოლინოა, მთელი საღამო უკრავს,
მუსიკის მცოდნეს ახარებს, ასრულებს ჰანგებს უკვდავს.
და ხდება ვიოლანჩელო ორმოცდაათის რაკი,
ერთ საათს აწყობ, დაუკრავს ორ წუთს, სურს ლაპარაკი.
ტრომბონი ხდება - სამოცის, ვერც კი შეატყობს ქალი,
ეს წვალებაა თუ რაღაც გართობა არის, მქრქალი.
სამოცდაათი წლისაა - ნამდვილი როიალი,
სხვა აწყობს, ზედ - სხვა დაუკრავს, ედება ტრფობის ალი.
სამოცდაათის ზემოთ კი … რა არის დასაფარი!
ღმერთმა აცოცხლოს, დარჩება მხოლოდ-ღა ფუტლიარი.
ეს სიბრძნე - ებრაულია, მუსიკას ხელს ვინ უკრავს!
შეყვარებული კაცისა?! - მთელი ორკესტრი უკრავს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →