შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გულგახეთქილი ბაჭია

გულგახეთქილი ბაჭია
(სალაღობო იგავი ია სულაბერიძეს)


- რაღა ვქნა! - გარბის ბაჭია,
- თურმე ყვერავენ ვირ-აქლემს.
- კურდღელო, შენ გხრავს რა ჭია,
მოგცლია, შენ ხელს ვინ გახლებს!
იქ თუ ვირ-აქლემს ვინმე სდევს,
შენ ვინ დაგეძებს? - ვერავინ.
ვინც კურდღელს დასდევს,
აქლემი დარჩება დაუყვერავი!

- და…თუ შეცდომით დამყვერა?
თუ თვალში მიპატარავა?
მერე მიდი და იყვირე,
რომ მეც - აქლემი არა ვარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →