შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

კრედო კრიტიკოსისა (ციკლიდან - ეპიგრამები და გამოცანები)

ნინო დარბაისელი

კრედო კრიტიკოსისა

მე - პოეტებზე - ვერიდები სიტყვებს აუგებს.
ლექსის კვლევაში მითენდება და მიბინდდება.
არის ლექსები, ერთი წაკითხვით რომ ვერ გაუგებ,
მაგრამ მეორედ წაკითხვაც რომ არ მოგინდება!

***
კარგ რითმაზე - ბრაზი მოსდის,
შედევრს ვქმნიო გაუდის!
რითმა ვისაც არ გამოსდის,
ურითმობა - გაუდის!

- - -
*ა. გაუდი - გენიალური ესპანელი არქიტექტორი

**
გამოგიცია ტომებად, ლექსებს აქა-იქ ჩავხედე.
ეგეთს ხო დღეში ასს დავწერ, თავი თუ გავითავხედე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →