ჩანაწერი
Laravel
ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს
ნინო დარბაისელი
ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს
პოეზია - ბაძვააო,
ბაძვააო, თან - მონური.
ორგზის სცდება რეალობას
პოეზიის მოყვარული:
ჯერ ხომ ყოფა არის ბაძვა,
პოეტს რჩება - ბაძვის - ბაძვა,
(გურამიშვილს ეს რომ ეთქვა, იქნებოდა “შემოძაძვა”)
პოეზია - დედააო სიცრუისა, ტყუილისა,
ისტორიას - მართალ სიტყვას ვინც შეადრის, ცდება ისა.
გავლენა კი ზნეობაზე აქვსო ძალზე არა საღი,
(პოეტებო, რა ვქნათ აწი, ზეცის ვიმხოთ თავზე თაღი?)
პოეზია - ფუჭიაო, სარგებელი არ მოაქვსო …
(ეჰ, არ არჩევს უნიჭოსგან - ვინც სიტყვაში სიტყვას აქსოვს!)
გვირღვევს წონასწორობასო პოეზია ჩვენ გრძნობათა,
გვინდა მხოლოდ სიმღერები ყრმათა საბაძ გმირობათა…
სჯობდა, წერას ამ არზათა,
ჩემთვის ხიფათს - ეხიფათა,
ისღა მრჩება, ვკითხო მათა,
ვინც გონება ,,გამინათა”:
რათა მერე,
რათა,
რათა!

კომენტარი
0