ჩანაწერი
Laravel
ყადრის სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ყადრის სონეტი
(იუმორისტული)
მეც კი მეძახდნენ - “მოდიო, ჩემო პატარა!”
განა ყოველთვის მართლა ამხნისა ვიყავი! მეხსიერებამ ბავშვობა შემომატარა,
არ მომკლებია მეც ჩემი წილი ჭილ-ყვავი.
სამეზობლოში ორ ქალს მუდმივად ვურევდი,
ერთმანეთს ჰგავდნენ მართლა ყველაფრით, ვხედავდი,
სულ შავი ეცვათ, მსგავსებს მთლად ეზო-ყურემდი,
მარბენინებდნენ მეოთხე მეოთხედამდი
ორივე - პურზე, კარაქზე, შაქარ-ყავაზე,
არდადეგებზე - ჩვენებს - სოფელში მივყავდი.
“ტყუპებს მაგონებთ” - შევკადრე თუ შევთავაზე…
(რა მოკლე გზაა, მართლაც, ბრძენიდან - ბრიყვამდი!)
ორივემ, ჩუმად: - შენ სილამაზის ყადრიო,
არა გცოდნია! იმ მახინჯს როგორ მადრიო?

კომენტარი
0