შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემი მხიარული რითმებიდან (თემა - რუსთველი სცენაზე)

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

***

“ემოსაო” შოთამ ბრძანა, ამას რამე აცვია?!
ნეტა სად გაიკეთა ბიკინ-ეპილაცია?!

***
თინათინს გადმოუვარდა სცენაზე ძუძუსთავები!
ძმაკაცი მეუბნებოდა:- ძუძუსთავებზე - დავები!

***
ამ დადგმაში ყოფილან მთლად ფილოსოფოსები.
დაამხეცეს სცენაზე ზეზეულა პოზები!

***
ესეც - იყოს ერთი - მაღალი შაირით

რობერტს - შოთა - ნაყვარება, -არ აძინებს ტრფობა მისი!
სიყვარულში გალევია ოცწლიანი სამზადისი,
მსახიობებს უცქერს ისე, თითქოს გვყავდეს არამისი.
დასი არა, დასარჭობი ახლა უნდა რამ -სადგისი.

ერთიც - დაბალი შაირით და გავდივართ!

ესე ამბავი სპარსული ჩინს ერთს დიდ ქვაზედ სწერია:
“რას ამბობს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”
ნეტა რად სწადის რიბიკოს, თუ სადმე დასაწერია?
წიგნს ვერაფერი გაუგო, თვლის, რუსთაველი - მწერია!

რეზიუმე

ყველა დიდი რეჟისორი მან ჯიბეში ჩაისვა, რა,
დადგა ვეფხისტყაოსანი და ბოლომდე ჩაისვარა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →