ჩანაწერი
Laravel
რაკუნის ამბავი
ნდს
რაკუნის იგავი
რაკუნმა სორო გათხარა, ახარა რაკუნიკოებს,
სახლი გვექნება ახალი, ბლომად მოვზიდავთ იქ რკოებს.
არ მოგვაკლდება საჭმელი, სხვაც ბევრი მეგულებაო,
თქვენთვის - სამყაროს მოვზიდავ,
ჩემი რომ იყოს ნებაო.
ბალახის საკრეჭ მანქანას ვერ გადაურჩა ის ბინა,
გამწარდა მამა რაკუნი, მთლად ეზო შემოირბინა:
მოგვეშველეთო, არიქა, სამყაროს აღსასრულია!
ხიდან - ციყვი და კოდალა გულგრილად დახვდნენ სრულიად.
რაღა გზა დარჩა,
დაიწყო თხრა სულ ახალი ხვრელისა.
შვილებზე ზრუნვა - წესად აქვს, გამოვლა განსაცდელისა.
სხვადასხვა არის სადარდი მფრინავის და მძრომელისა,
ტოტზე მჯდომს - სულ არ ადარდებს,
მიწის ქვეშ - ვის რა ელისა,
ომიც რომ იყოს, ამბავი პალესტინ - ისრაელისა!
მორალი:
1. ზოგს თავის სოროს დანგრევა -
ქვეყნის დაქცევა ჰგონია,
შენი პირადი წუხილი -
. სხვისთვის - სულ მონაგონია.
2. თუ რაკუნად დაიბადე, სულ მიწისქვეშ უნდა თხარო,
ხეზე მჯდომი რას გიშველის, რომც აყვედრო, მანდ რად ხარო!
3. ერთ სოროში ნუ შეზიდავ, ზოგი - გქონდეს ახლო- მახლო,
ვერ ერევი? ძლიერს ეტყვი? - არ გაბედო, ხელი მახლო,
ნუ გგონია ის გიშველის, ვინმე ძლიერს დაემძახლო,
სოროს - ვინმე გადაუვლის
მთლად ლომიც რომ შეისახლო!
4. რაკუნობაზე ციყვობა - ათასჯერ უკეთესია,
შენ ეგ გერგუნა, რას იზამ, თუ ღვარძლი უკვე თესია.
დანარჩენი - თქვენ განაგრძეთ!

კომენტარი
0